wePark-ის გამოყენების წესები და პირობები

wePark სერვისის და მობილური აპლიკაციის გამოყენებისას თქვენ სრულიად ეთანხმებით წინამდებარე შეთანხმებაში მოცემულ წესებს და პირობებს და სრულად იზიარებთ ამ დოკუმენტით განსაზღვრულ მომხმარებლის უფლებებსა და მოვალეობებს. ამ შეთანხმებაში მოცემული წესები და პირობები გამოხატავს wePark-ის მისიას და ღირებულებებს და სრულიად არეგულირებს ურთიერთობას ჩვენსა და wePark-ის მომხმარებლებს შორის.

უკანასკნელი რედაქციის თარიღი: 21 აპრილი, 2018

ჩვენი მისია და ღირებულებები

wePark-ის მისიაა ერთმანეთთან დავაკავშიროთ მძღოლები და მათი თანამგზავრები, რათა ერთმანეთს გავუადვილოთ ავტომობილის პარკინგის ძებნა. ყოველდღიურად ათიათასობით მძღოლი კარგავს უამრავ დროს და ნერვებს პარკინგის ძიებაში, რის გამოც ადამიანები აგვიანებენ სამსახურში და მნიშვნელოვან შეხვედრებზე. ხშირად ხდება, რომ მანქანის დაყენებაზე ფიქრი და დარდი ყოველდღიურად თან სდევს მძღოლებს და ხელს უშლის ყოველდღიურ საქმიანობაში. ჩვენი მიზანია შევქმნათ ავტომობილისტების თანამეგობრობა, რომელიც ყოველდღიურად ერთმანეთს დაეხმარება თავიდან აიცილოს პარკირებასთან დაკავშირებული სტრესი და პრობლემები.

wePark აერთიანებს საზოგადოებას, რომელიც ერთმანეთს უზიარებს ინფორმაციას გათავისუფლებული პარკინგის ადგილის შესახებ და ასევე ერთმანეთს ეხმარება პარკინგის დაგეგმვასა და განხორციელებაში.

ჩვენი სრუვილია, რომ wePark-ის გამოყენება თითოეული მომხმარებლისთის იყოს სანდო და კომფორტული და ამ მიზნით შევქმენით წინამდებარე წესები და პირობები.

როგორ მუშაობს wePark?

ჩვენი სერვისის და მობილური აპლიკაციის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ სხვა მომხმარებლებს მიაწოდოთ ინფორმაცია თქვენ მიერ გათავისუფლებული პარკინგის ადგილის შესახებ, რითიც თქვენ ეხმარებით თქვენი თანამეგობრობის წევრებს. ამისთვის პარკინგიდან გასვლის წინ გარკვეული დროით ადრე თქვენ აჭერთ wePark-ის მობილურ აპლიკაციაში ღილაკზე „ვათავისუფლებ პარკინგს“ და შესაბამისი ინფორმაცია ჩვენი სერვისის მეშვეობით გადაეცემა ყველა პარკირების მაძიებელს.

პარკინგის გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის მიწოდების გარდა, თანამეგობრობის წევრები ერთმანეთს ასევე ეხმარებიან გათავისუფლებული პარკინგის დაკავებაში. მობილურ აპლიკაციაში პარკინგის მაძიებელი მძღოლი მისთვის სასურველ რაიონში არსებული პარკინგ(ებ)იდან გამავალ მძღოლ(ებ)ს უგზავნის სიგნალს „თხოვნა დამელოდე“. ამის შემდეგ პარკინგიდან გამავალი მძღოლი უგზავნის „დალოდების თანხმობას“ ერთ-ერთ პარკინგის მაძიებელ მძღოლს, ელოდება მის მოახლობას და ეხმარება პარკინგის დაკავებაში.

ტერმინების განმარტება

პარკინგიდან გამავალი

მომხმარებელი, რომლელიც ათავისუფლებს პარკინგს და ამის შესახებ ატყობინებს wePark-ის მომხმარებელბს;

პარკინგის მაძიებელი

მომხმარებელი, რომელიც დასახლებული პუნქტის კონკრეტულ რაიონში ეძებს პარკინგს

„ვათავისუფლებ პარკინგს“

ღილაკი wePark-ის მობილურ აპლიკაციაში, რომელზე დაჭერის შედეგად პარკინგის მაძიებლებს ეგზავნებათ ინფორმაცია კონკრეტული პარკინგის გათავისუფლების შესახებ

„თხოვნა დამელოდე“

ღილაკი ან ღილაკები wePark-ის მობილურ აპლიკაციაში, რომელზე დაჭერის შედეგად „დალოდების თანხმობაზე“ შეთავაზება ეგზავნებათ პარკინგიდან გამავალ მძღოლებს, რომელთაც გააგზავნეს ინფორმაცია კონკრეტული პარკინგის გათავისუფლების შესახებ

„დალოდების თანხმობა“

ღილაკი wePark-ის მობილურ აპლიკაციაში, რომელზე დაჭერის შედეგად პარკინგიდან გამსვლელი მძღოლი უთანხმდება კონკრეტულ პარკინგის მაძიებელს კონკრეტული პარკინგის დაკავების დახმარებაზე

ფასიანი სერვისები

wePark თავის მოხმარებელებს საშუალებას აძლევს შესთავაზონ და აუნაზღაურონ ერთმანეთს დალოდების საფასური. პარკინგიდან გამავალს და პარკინგის მაძიებელს შორის გარიგების საგანი არის პარკინგიდან გამავალი მომხმარებელის ის დრო, რომლის განმავლობაშიც ის უნდა დაელოდოს პარკინგის მაძიებელს „დალოდების შეთანხმების“ მიღწევის შედეგად.

მომხმარებლის ბალანსი და თანხის გატანა

wePark თავის მომხარებლებს საშუალებას აძლებს იქონიოს მომხმარებლის ბალანსი wePark-ის აპლიკაციაში. ბალანსის შევსება შეიძლება საბანკო ბარათიდან მოხმარებლის ბალანსზე თანხის გატანით. მომხმარებლის ბალანსი ივსება გაწეული მომსახურების (დალოდების შეთანხმების) სანაცვლოდ. 10 ლარის ოდენობის ბალანსის დაგროვების შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს თანხის განაღდება, რისთვისაც ის უნდა დაუკავშირდეს wePark-ს და მიაწოდოს მას საკუთარი საბანკო ანგარიში (საქართველოში მოქმედი ბანკები მხოლოდ). ანგარიშზე ჩარიცხვა მოხდება განაღდების მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღეში.

wePark-ის მომსახურების ფასები:

დალოდების ჯამური ფასი საკომისიოების ჩათვლით (ფასი რომელსაც იხდის მძღოლი პარკინგის დაგულებისთვის) *

2.00

wePark-ის შემოსავალი გადასახადების დაქვითვამდე

0.45

დალოდების ფასი საკომისიოების დაქვითვის შემდეგ (ფასი რომელსაც იღებს მძღოლი დალოდებისთვის) **

1.50

* მომხმარებელს ჩამოჭრილი თანხა დაუბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ ის ვერ მიიღებს შეთანხმებულ მომსახურებას (ადგილზე არ დახვდება შეთანხმებული მძღოლი). თანხის დასაბრუნებლად, მოხმარებელმა უნდა მიმართოს wePark-ს აპლიკაციაში მითითებული საკონტაქტო წყაროს საშუალებით.

** მომხმარებელი, რომელიც დაარღვევს დალოდების შეთანხმების პირობებს და აპლიკაციით შეთანხმებულ დროზე დატოვებს ადგილს, ვეღარ მიიღებს დალოდების შეთანხმებულ თანხას ან wePark უკან დააბრუნებს ჩარიცხულ თანხას და ასევე შეიძლება დამრღვევ მომხმარებელს დროებით ან სამუდამოდ შეეზღუდოს სერვისით სარგებლობა.

მომხმარებელების ვალდებულებები

wePark-ის მოხმარებრლი დებს პირობას და იღებდ ვალდებულებას:

კონფიდენციალობა

ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი მოხმარებლების კონფიდენციალობაზე და არავითარ შემთხვევაში არ მივაწვდით მესამე პირებს ან აპლიკაციის სხვა მომხმარებლებს თქვენს ტელეფონის ნომერს ან სხვა ინფორმაციას, გარდა იმ შემთხვევისა, რასაც ითვალისწინებს აპლიკაციის ფუნქციები და საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობა.

სერვისის შეწყვეტა

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას მომხმარებლის მიერ მისი ვალდებულებების დაღვევის შემთხვევაში, ან ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში დროებით ან სამუდამოდ შევუჩეროთ სერვისის მიწოდება ნიმისმიერ მომხმარებელს.

მომხმარებელს ასევე შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს სერვისით სარგებლობა ან/და წაშალოს აპლიკაცია.

დავები

ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად საუკეთესო და უხარვეზო სერვისი შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ გაძლევთ გარანტიას, რომ სერვისი ყოველთვის იქნება გამართული და ხარვეზებისგან თავისუფალი. თქვენ ჩვენ სერვისს და აპლიკაციას იყენებთ საკუთარი რისკით და პასუხისმგებლობით და wePark-არც ერთ შემთხვევაში არ იქნება პასუხისმგებელი, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა, რაიმე სახის ზიანზე, მორალურის, ფიზიკურის, იურიდიულის და მატერიალურის ჩათვლით, რაც შეიძლება თქვენ მიიღოთ ჩვენი სერვისით და მობილური აპლიკაციით სარგებლობისას. wePark ასევე არ არის პასუხისმგებელი მესამე პირების და სერვისის სხვა მომხმარებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სისწორეზე და უსაფრთხოებაზე, ან მათ მიერ თქვენთვის მიყენებულ რაიმე სახის ზიანზე.